Accessibility links

logo-print

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებმა სახალხო დამცველის


საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებმა სახალხო დამცველის გუშინდელი მოხსენების გამო

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებმა სახალხო დამცველის გუშინდელი მოხსენების გამო
საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს. დღევანდელ ბრიფინგზე დეპუტატებმა გიორგი ცაგარეიშვილმა, ლევან ვეფხვაძემ და გიორგი თარგამაძემ განაცხადეს, რომ თანამდებობის პირთა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების შესასწავლად რეგლამენტი ითვალისწინებს საპარლამენტო კომისიის შექმნას. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს პარლამენტში გამოსვლისას სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის ტაქტიკა, რამდენიმე დღით ადრე შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით შემუშავდა. ომბუდსმენის მოხსენების საჯარო განხილვას საპარლამენტო ოპოზიცია თებერვლისთვის გეგმავს.
XS
SM
MD
LG