Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინა


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინა გააფრთხილა,

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინა გააფრთხილა,
რომ თუ კიევი შეაფერხებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანზიტს, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. მანამდე "გაზპრომმა" "შანტაჟი" უწოდა "ნაფტოგაზ უკრაინის" განცხადებას, რომ 1 იანვრიდან ის მოახდენს რუსეთიდან მიღებული გაზის კონფისკაციას და ვეღარ უზრუნველყოფს ევროპაში მის ტრანზიტს. რუსეთის გაზის კონცერნის წარმომადგენლის, სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, უკრაინის კომპანიამ მოსკოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც საუბრობს კონფისკაციის შესაძლებლობაზე - თუ ვერ მოხერხდა კიევისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევა. კუპრიანოვმა დასძინა, რომ ეს დასავლეთ ევროპაში რუსეთის გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული ხელშეკრულების უხეში დარღვევაა. გუშინ საღამოს უკრაინამ გამოაცხადა, რომ რუსეთს მილიარდნახევარი დოლარის დავალიანება დაუფარა. მაგრამ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს დაფარვას მთელი დავალიანებისა, რომელიც "გაზპრომის" განცხადებით, ორ მილიარდ დოლარს აღემატება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვი 1 იანვრიდან უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება. უთანხმოების მოგვარების მიზნით, დღეს მოსკოვში გამგზავრებას აპირებდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, მაგრამ შემდეგ მან ეს ვიზიტი გააუქმა.
XS
SM
MD
LG