Accessibility links

logo-print

როგორც საქართველოში ეუთოს სამეთვალყურეო მისიის


როგორც საქართველოში ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, გოტფრიდ ჰანემ განაცხადა

როგორც საქართველოში ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, გოტფრიდ ჰანემ განაცხადა
დღეს კარალეთში, რეიტერის სააგენტოსთან საუბრისას, საქართველოში ეუთოს სამეთვალყურეო მისიას, მართალია, მანდატი ამოეწურა, მაგრამ ის ჯერ კიდევ განაგრძობს საქართველში მუშაობას: "დღეიდან ამოიწურა საქართველოში ეუთოს მისიის მანდატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქუდს დავიხურავთ და ხვალვე დავტოვებთ ქვეყანას. როგორც ნახეთ, სამხედრო მეთვალყურეები განაგრძობენ მუშაობას, რადგანაც მათი მანდატი 18 თებერვლამდე მოქმედებს და ვიმედოვენებთ, რომ ამის შემდეგაც შევძლებთ მეთვალყურეობას. ვინაიდან ვენაში კონსულტაციები მიმდინარეობს ახალ მორიგე თავმჯდომარეს, საბერძნეთს, რუსეთსა და საქართველოს და სხვა წევრ სახელმწიფოებს შორის." ჰანეს თქმით, არსებობს იმის იმედი, რომ მოხერხდება მისიისთვის ახალი მანდატის შესახებ შეთანხმება.


XS
SM
MD
LG