Accessibility links

logo-print

მსოფლიო ახალ წელს ზეიმობს და


მსოფლიო ახალ წელს ზეიმობს და ეთხოვება პრობლემებით აღსავსე 2008 წელს.

მსოფლიო ახალ წელს ზეიმობს და ეთხოვება პრობლემებით აღსავსე 2008 წელს.

ახალი წლის ზეიმი ავსტრალიაში დაიწყო და შემდეგ დასავლეთის მიმართულებით გადაინაცვლა მთელ დედამიწაზე. მოზეიმეები ახალ წელს შეეგებნენ ფოიერვერკებით და ქუჩის დღესასწაულებით. ახალმა წელმა უკვე მოასწრო ტრაგედიის მოტანაც. ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში, ღამის კლუბში მომხდარ ხანძარს 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ინდოეთში მოსახლეობა კმაყოფილებას გამოხატავს, რომ 2008 წელმა ჩაიარა. შეგახსენებთ, გასულ წელს ბომბეიში მომხდარი ტერაქტების სერიას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. არაბული ქვეყნებმა, მათ შორის ეგვიპტემ, იორდანიამ, დუბაის საამირომ და სირიამ გააუქმეს საახალწლო დღესასწაული სოლიდარობის გამოსახატად პალესტინელთათვის ღაზის სექტორში, სადაც ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს.
XS
SM
MD
LG