Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა


შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა დღეს რუსეთსა და უკრაინას მოუწოდეს, განაახლონ მოლაპარაკებები

შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა დღეს რუსეთსა და უკრაინას მოუწოდეს, განაახლონ მოლაპარაკებები
გაზის ფასების თაობაზე. რუსეთი აცხადებს, რომ გაზის მიწოდება შეუწყვიტა უკრაინას მას მერე, რაც კიევმა ვერ შეასრულა შეთანხმება, რომელიც 1-ლი იანვრისთვის გაზის გადასახადების გადახდას ითვალისწინებდა. გაზპრომის წარმომადგენელი სერგეი კუპრიანოვი გამოვიდა მოწოდებით, ახალი მოლაპარაკებები გაიმართოს პრობლემის მოსაგვარებლად. მაგრამ, მისი თქმით, უკრაინის დელეგაციამ უკვე დატოვა გაზპრომის შტაბბინა. უკრაინა აცხადებს, რომ მზად არის, ათას კუბურ მეტრს გაზში 201 დოლარი გადაიხადოს. გაზპრომი 250 დოლარს ითხოვს. ორ ქვეყანას შორის დავის შედეგად შეიძლება კვლავ წარმოიშვას ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების პრობლემა, ვინაიდან რუსეთის გაზი უკრაინის გავლით მიეწოდება ევროპას.
XS
SM
MD
LG