Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია პალესტინელთა


ისრაელმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია პალესტინელთა რადიკალური ორგანიზაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ.

ისრაელმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია პალესტინელთა რადიკალური ორგანიზაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ.
ბოლო ცნობებით, ისრაელის ქვეითი ჯარი ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში შევიდა. ისრაელის არმიის სარდლობის განცხადებით, „ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპარაციის მიზანია ღაზის სექტორის იმ რაიონების დაკავება, საიდანაც „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ციპი ლივნის განცხადებით, შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე ოპერაციის ჩატარება. წინ ხანგრძლივი ბრძოლა გველისო, დასძინა ლივნიმ. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ხელმძღვანელობა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას აპირებს. ბი-ბი-სის მოჰყავს ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომლის თანახმად „ჰამასმა“ ისრაელს სხვა არჩევანი არ დაუტოვა და ახლა მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია, რომელიც არც ხანმოკლე იქნება და არც იოლი, მაგრამ „ისრაელი თავის მიზანს მიაღწევს“. გაეროს მონაცემებით, ისრაელის საჰაერო იერიშებმა 400-ზე მეტი პალესტინელი შეიწირა, ისრაელის მხარეს კი ოთხი პირი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG