Accessibility links

logo-print

უკრაინის „ნაფტოგაზი“ რუსეთის „გაზპრომს“ ენერგეტიკულ


უკრაინის „ნაფტოგაზი“ რუსეთის „გაზპრომს“ ენერგეტიკულ შანტაჟსა და შეთანხმების უგულებელყოფაში სდებს ბრალს.

უკრაინის „ნაფტოგაზი“ რუსეთის „გაზპრომს“ ენერგეტიკულ შანტაჟსა და შეთანხმების უგულებელყოფაში სდებს ბრალს.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გაზის კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 1 იანვარს „გაზპრომმა“ უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა – მას შემდეგ, რაც კიევი და მოსკოვი ვერ შეთანხმდნენ გაზის ახალ ტარიფზე. ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა – მათ შორის რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი – აცხადებს, რომ 1 იანვრის შემდეგ საგრძნობლად შეუმცირდათ უკრაინის გავლით რუსეთის გაზის მიწოდება. „გაზპრომი“ კიევს ევროპისთვის განკუთვნილი გაზის მიტაცებაში ადანაშაულებს, კიევი კი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ორშაბათს ბრიუსელში გაზის სკანდალზე ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ. ევროკავშირის ქვეყნებისთვის კიევის პოზიციის გასაცნობად ნაახალწლევს ევროპაში ტურნე დაიწყო უკრაინის დელეგაციამ. კიევის თანახმად, უკრაინისთვის გაზის საფასურის გაზრდას უნდა მოჰყვეს სატარიფო პოლიტიკის გადასინჯვა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის გაზის ტრანზიტის საკითხშიც.
XS
SM
MD
LG