Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას ღაზის


ისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში.

ისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში.
რვადღიანი საჰაერო დარტყმების შემდეგ ისრაელმა 3 იანვარს დაიწყო სახმელეთო ოპერაცია და დღეს ჯავშანტექნიკისა და ავიაციის გამოყენებით ქალაქ ღაზას შეუტია, ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტს ახლო აღმოსავლეთში. მსხვერპლის რიცხვი ორივე მხარეს იზრდება, მათ შორის მშვიდობიან პალესტინელებს შორის. ისრაელის არმიის სარდლობის განმარტებით, ღაზის სექტორი სამ ნაწილად დაიყო, რათა აღიკვეთოს სექტორში შეიარაღებისა და შეიარაღებული პირების გადასროლა. დღესვე ისრაელის არმიამ ალყაში მოაქცია ქალაქი ღაზა. ირანის პარლამენტის სპიკერმა ალი ლარიჯანიმ ამასთან დაკავშირებით გამოთქვა მუქარა, რომ ისრაელი სამხედროებისთვის ღაზა სასაფლაოდ გადაიქცევა.
XS
SM
MD
LG