Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ტერიტორიიდან, ღაზის სექტორიდან


პალესტინელთა ტერიტორიიდან, ღაზის სექტორიდან

პალესტინელთა ტერიტორიიდან, ღაზის სექტორიდან
იუწყებიან, რომ საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი, ისრაელის ჯარი განაგრძობს ბრძოლას ქალაქ ღაზაში. ღამის დადგომის შემდეგ, გაისმოდა აფეთქებების და სროლის ხმა ქალაქის შეჯაიას რაიონში. ისრაელის მიერ შეტევის გაძლიერებასთან ერთად, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ციპი ლივნის თანახმად, ისრაელი არ აპირებს “შეთანხმებას ტერორთან”, ის გულისხმობდა “ჰამასის” მოძრაობას.
ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ლივნიმ თქვა, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია რეგიონში ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ "ხანგრძლივი ბრძოლის" ნაწილია. ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ლივნიმ თქვა, რომ ისრაელი ცდილობს, მინიმუმამდე შეამციროს მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში და ყოველ ღონეს ხმარობს ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია უკვე მეათე დღეა გრძელდება. ამ ხნის მანძილზე დაიღუპა 520-მდე პალესტინელი, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი; ისრაელის მხარეს ხუთი ადამიანი დაიღუპა. დღესვე, უფრო ადრე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა, რომ ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელი თავის მიზანს მიაღწევს: “ამ დროისთვის ჰამასს ჩვენგან ძალიან მძიმე დარტყმა აქვს მიღებული, მაგრამ ჯერ ჩვენს მიზანს უნდა მივაღწიოთ და საამისოდ - ოპერაცია გრძელდება.”
XS
SM
MD
LG