Accessibility links

რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის


რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის

რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის
განკარგულებით, რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომი” დღეიდან შეზღუდავს გაზის ნაკადს, რომელიც უკრაინის გავლით ევროპაში მიედინება,
“გაზპრომის” ხელმძღვანელმა მილერმა განაცხადა, რომ მიწოდება შეჩერდება იმ რაოდენობის გაზისა, რომელიც “გაზპრომის” აზრით, უკრაინის მერ უკანონოდ იქნა მითვისებული.
ამ გადაწყვეტიოებს ფონზე, ევროპელმა დიპლომატებმა ბრიუსელში გამართეს საგანგებო შეხვედრა, რომელზეც რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ტარიფის გარშემო წარმოშობილ უთანხმოებაზე იმსჯელეს. მათ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდეს, რაც შეიძლება მალე მოაგვარონ უთანხმოება, რომელიც ევროპაში გაზის მიწოდებაზეც აისახება. დღესვე "გაზპრომმა" გამოაცხადა, რომ 65 მილიონი კუბმეტრით ამცირებს უკრაინის ტერიტორიით ევროპისკენ გადასაქაჩი გაზის მოხულობას და საამისოდ ალტერნატიულ მარშრუტებს გამოიყენებს. უთანხმოების წარმოშობაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთი უკრაინას დასავლეთ ევროპისთვის განკუთვნილი გაზის მითვისებაში ადანაშაულებს, კიევი კი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ "გაზპრომი" ბუნებრივ აირს საკმარისი მოცულობით არ აწვდის ევროპას. ამასობაში ხორვატია, საბერძნეთი და ჩეხეთი შეუერთდნენ იმ ქვეყნებს, რომელთა განცხადებით, ისინი რუსეთიდან ჩვეულზე ნაკლებ ბუნებრივ აირს იღებენ. მანამდე ამ შინაარსის განცხადებები გააკეთეს პოლონეთმა, სლოვაკეთმა და რუმინეთმა.
XS
SM
MD
LG