Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გმობს რუსეთიდან გაზის მიწოდების


ევროკავშირი გმობს რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებას, რაც რუსეთ-უკრაინის დავას უკავშირდება.

ევროკავშირი გმობს რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებას, რაც რუსეთ-უკრაინის დავას უკავშირდება.
დავას იწვევს გაზის ფასები და ვალი, რომელიც, როგორც რუსული მხარე ირწმუნება, უკრაინას მართებს. ევროკავშირის განცხადება, რომელიც გაზის მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენის მოთხოვნას მოიცავს, დღეს წარმოადგინა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ვონდრამ: [ვონდრას ხმა] “ეს მიუღებელია! ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი და ევროკომისია მოითხოვენ ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენას და ორი მხარის - რუსეთის და უკრაინის - მოლაპარაკების განახლებას მათი ორმხრივი სავაჭრო უთანხმოების საბოლოოდ მოსაგვარებლად”. დღესვე, უფრო ადრე, სამხრეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გაავრცელა ცნობა გაზის მიღების შეწყვეტის თაობაზე, ცენტრალური და დასავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს კი გაზმომარაგება ორი მესამედით, ან კიდევ უფრო მეტად შეუმცირდათ. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს აკისრებენ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირებისთვის პასუხისმგებლობას.
XS
SM
MD
LG