Accessibility links

logo-print

კომპანია იტერა-საქართველომ უარყო, რომ მზად


კომპანია იტერა-საქართველომ უარყო, რომ მზად არის ცხინვალის რეგიონისთვის

კომპანია იტერა-საქართველომ უარყო, რომ მზად არის ცხინვალის რეგიონისთვის
აგვისტოში შეწყვეტილი ბუნებრივი აირის მიწოდება განაახლოს. საქართველოს მზადყოფნის შესახებ გასულ საღამოს რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას კომპანია გაზპრომის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა. საპასუხოდ, იტერას საქართველოს წარმომადგენლობაში დღეს განმარტეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან იანვარში რუსეთიდან მისაღები გაზის მოცულობა ცხინვალისთვის განკუთვნილი არ არის. ამასთან, კომპანია იტერა-საქართველო აცხადებს, რომ მის წარმომადგენლებს რეგიონში დაზიანებულ მილსადენთან მისვლის არც საშუალება აქვთ და არც უფლება.
XS
SM
MD
LG