Accessibility links

პაკისტანი უარყოფს ინდოეთის ბრალდებას, რომ


პაკისტანი უარყოფს ინდოეთის ბრალდებას, რომ გასული წლის ნოემბერში ბომბეიში განხორციელებულ ტერაქტებში

პაკისტანი უარყოფს ინდოეთის ბრალდებას, რომ გასული წლის ნოემბერში ბომბეიში განხორციელებულ ტერაქტებში
პაკისტანის რამდენიმე ოფიციალური უწყებაც იყო ჩართული. ტერაქტებმა 170-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინხმა დღეს განაცხადა, რომ, როგორც გამოძიება აჩვენებს, თავდასხმები პაკისტანში დაფუძნებულმა ჯგუფმა ლაშკარ-ე-ტაიბამ განახორციელა და ის პაკისტანის რამიენიმე ოფიციალური სააგენტოს მხარდაჭერით სარგებლობდა. პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა შერი რემანმა ინდოეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ბრალდებების გამოთქმა და მხარეებმა ითანამშრომლონ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინაღამდეგ საბრძოლველად.
XS
SM
MD
LG