Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპისთვის რუსეთის


უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპისთვის რუსეთის გაზის მიწოდება შეჩერებულია

უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპისთვის რუსეთის გაზის მიწოდება შეჩერებულია
მოსკოვსა და კიევს შორის გაზის გარშემო დავასთან დაკავშირებით. რუსეთში გაზის მონოპოლისტი კომპანია "გაზპრომი" უკრაინას ადანაშაულებს გაზის მითვისებაში, მაგრამ უკრაინა ირწმუნება, რომ ექსპორტი რუსეთმა შეწყვიტა. ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, რუსეთი და უკრაინა თანახმა არიან, რომ უცხოელი მეთვალყურეები დააკვირდნენ ბუნებრივი აირის ტრანზიტის პროცესს: [ბაროზუს ხმა] “ჩვენ მივიღეთ დაპირება როგორც პრემიერ-მინისტრ პუტინის, ისე პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოსაგან, რომ ორივე თანახმაა, საერთაშორისო მეთვალყურეებმა ადგილზე შეამოწმონ, მართლაც ფუნქციონირებს თუ არა გაზის ტრანზიტი”. ევროკომისიის პრეზიდენტის ამ განცხადებამდე, ევროკავშირმა რუსეთს და უკრაინას 24 საათი მისცა დავის მოსაგვარებლად და ევროპისთვის გაზის მიწოდების აღსადგენად.
XS
SM
MD
LG