Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობებით, ისრაელმა განაახლა ქალაქ


გავრცელებული ცნობებით, ისრაელმა განაახლა ქალაქ ღაზის დაბომბვა მას შემდეგ, რაც სამი საათით შეწყვიტა ოპერაცია

გავრცელებული ცნობებით, ისრაელმა განაახლა ქალაქ ღაზის დაბომბვა მას შემდეგ, რაც სამი საათით შეწყვიტა ოპერაცია
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესაშვებად, აგრეთვე ჰამასის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის საზღვრების დაცვაზე მოსალაპარაკებლად. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, რომელიც თვითმხილველებისაგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა, სულ ცოტა, 2 პალესტინელი დაიღუპა განახლებული იერიშების შედეგად. ისრაელის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით,სამხედრო ოპერაცია ღაზაში რამდენიმე საათით შეჩერდება ხოლმე დღეგამოშვებით მაიც - ჰუმანიტარული დახმარების შესაშვებად. რაც შეეხება ჰუმანიტარულ დერეფანს, მისი გახსნა, ისრაელის სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, უსაფრთხოების მოსაზრებებზე იქნება დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ისრაელმა 12 დღის წინ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში პალესტინელების მოძრაობა "ჰამასის" წინაღამდეგ, მედიკოსების ინფორმაციით, დაღუპულია 640-ზე მეტი პალესტინელი, აგრეთვე ისრაელის 12 მკვიდრი.
XS
SM
MD
LG