Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაგმო

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაგმო
ისრაელის არმის მიერ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონისთვის ცეცხლის დაშენა, რასაც გაეროს ორი თანამშრომლის სიკვდილი მოჰყვა. პალესტინელ ლტოლვილთა საკითხეში გაეროს უწყებამ შეწყვიტა თავისი საქმიანობა ღაზის სექტორში, რადგან ისრაელის ჯარისგან მას საფრთხე ემუქრება. ეს განაცხადა სააგენტომ მას მერე, რაც გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელის არმიამ მის სატვირთო ავტომანქანას, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა ღაზაში, ცეცხლი გაუხსნა და მოკლა მძღოლი. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ისრაელის არმიას ცეცხლის დრობითი შეწყვეტა ჰქონდა გამოცხადებული, რაათა დახმარების შეტანა უზრუნველყოფილიყო.
”წითელი ჯვრის” კორგანიზაციამ ისრაელი დაადანაშაულა საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევაში იმ ინციდენტის გამო, როცა "წითელმა ჯვარმა" მიაგნო ქალაქ ღაზაში დამშეულ ბავშვებს, რომლებიც თავიანთ მოკლულ დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ”წითელი ჯვრის” თქმით, ქალაქ ღაზაში, ისრაელმა არ მისცა უფლება სამედიცინო დახმარების მანქანას, მისულიყო არეალში, რომელზეც ისრაელის არმიის მიერ დაიბომბა. უფლება მათ მხოლოდ მომხდარიდან ოთხ დღეში მიიღეს. ისრაელის არმიამ, წერილობით პასუხში განაცხადა, რომ ის თანამშრომლობს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მოქალაქეთათვის დახმარების საქმეში და ყველა სერიოზული შემთხვევას გამოიძიებენ.
ისრაელის ჩრდილოეთით სამი რაკეტა ჩავარდა ლიბანის მხრიდან. შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. ისრაელმა დაადანაშულა ლიბანელი პალესტინელები, ისლამური რადიკალური დაჯგუფების ”ჰისბ ალაჰის წარმომადგენელმა მინისტრმა ლიბანის მთავრობაში, უარყო კავშირი მომხდართან.
XS
SM
MD
LG