Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა
განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას გაზისთვის მოსთხოვს მთლიან საბაზრო ფასს და თვითონ კი, დათანხმდება გადაუხადოს მას, უფრო მაღალი, საბაზრო ფასი უკრაინის მილსადენებით აირის ტრანზიტისთვის. პუტინმა მოუწოდა ევროპის კავშირს დროზე გააგზავნოს მეთვალყურეები უკრაინაში, რათა გააკონტროლონ გაზის მიწოდება ევროპისკენ. პუტინის თქმით, რუსეთის არაა დამნაშავე გაზის კრიზისში. მან დაადანაშაულა დასავლეთის მედია, რომ კიევს უჭირავს მხარს. რუსეთის “გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ ევროპას გაზის მიწოდება აღუდგება, როცა დამოუკიდებელი მეთვალყურეები ადგილზე იქნებიან, როგორც გარანტები, რომ გაზი ევროპის კავშირისკენ გადაიქაჩება. ეს მან ბრიუსელში, ევროპარლამენტში განაცხადა, როცა მოლაპარაკება ჰქონდა ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან, მისი ქვეყნის გაზის თაობაზე უკრაინასთან დავის გამო გაზის მიზოდების შეწყვეტის გარშემო. რუსეთი მოითხოვს, რომ მისმა მეთვალყურეებმაც მიიღო მისიაში მონაწილეობა. უკრაინის “ნეფტოჰაზმა” განაცხადა, რომ კიევი იძლევა გაზის ევროპისკენ გადაქაჩვის გარანტიას, როცა რუსეთი აღადგენს მიწოდებას. 1 ინავარს ”გაზპორომმა შეწყვიტა” უკრაინისთვის გაზის მიწოდება , გაზის ახალ ტარიფზე მხარეთა შეუთანხებლობის გამო. მოგვიანებით ”გაზპრომმა” შეაჩერა უკრაინის გავლით ევროპის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტი, რის გამოც ევროპის რიგ ქვეყნებს გაზი აღარ მიეწოდება.
XS
SM
MD
LG