Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის


აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის
შესახებ ქარტია, რომელიც ვაშინგტონში ხვალ გაფორმდება, არ მოიცავს დებულებას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების თაობაზე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 8 იანვარს.
”დოკუმენტი არანაირი ფორმით არ გულისხმობს ამერიკული ბაზების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენი ამოცანაა გავაძლიეროთ ქართული არმია და საქართველო დაიცვას ქართულმა არმიამ და არა რომელიმე სხვა ქვეყნის ჯარმა ან ბაზამ, რომელიც აქ იქნება განლაგებული,”- განაცხადა პარლამნეტის სპიკერმა. ”ეს გულისხმობს დახმარებას ქართული არმიის გაწრთვნის, მომზადების და შეიარაღების სფეროში,”- აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს ლეიბორისტულმა პარტიამ სააკაშვილის ადმინისტრაციას ამერიკული ბაზების საქართველოში განთავსების მცდელობაში დასდო ბრალი.

XS
SM
MD
LG