Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის განცხადებით, ის გააგრძელებს სამხედრო


ისრაელის განცხადებით, ის გააგრძელებს სამხედრო ოპერაციას ღაზაში მიუხედავად გაეროს რეზოლუციისა,

ისრაელის განცხადებით, ის გააგრძელებს სამხედრო ოპერაციას ღაზაში მიუხედავად გაეროს რეზოლუციისა,
რომელიც ისრაელსა და ჰამასს დაუყოვნებლივ დაზავებისაკენ მოუწოდებს. პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტის განცხადებით, დღეს ჰამასის მიერ სამხრეთ ისრაელისთვის რაკეტების დაშენა ცხადჰყოფს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია “ვერ იმუშავებს”. რეზოლუციას აკრიტიკებს ჰამასიც, რომელიც, მისივე თქმით, არ არის დაინტერესებული ამ რეზოლუციით, რადგან ჰამასისთვის კონსულტაცია არავის უთხოვია და დოკუმენტი არ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. 27 დეკემბერს ისრაელის სამხედრო ოპერაციების დაწყებიდან, რის მიზნადაც ისრაელზე ჰამასის სარაკეტო იერიშებისთვის ბოლოს მოღება სახელდება, დაღუპულია 750-ზე მეტი პალესტინელი, აგრეთვე ისრაელის 13 მკვიდრი.
XS
SM
MD
LG