Accessibility links

logo-print

რუსეთის კომპანია "გაზპრომმა" შესაძლოა, დღესვე


რუსეთის კომპანია "გაზპრომმა" შესაძლოა, დღესვე განაახლოს უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდება,

რუსეთის კომპანია "გაზპრომმა" შესაძლოა, დღესვე განაახლოს უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდება,
თუ ხელს მოაწერენ შეთანხმებას საერთაშორისო მეთვალყურეების განთავსების შესახებ. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა "გაზპრომის" დირექტორმა ალექსეი მილერმა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვიც და კიევიც თანხმა არიან, ევროკავშირის გეგმით, მეთვალყურეების განთავსებაზე. მეთვალყურეებს ევალებათ შეამოწმონ ევროპისთვის რუსეთის გაზის მიწოდება უკრაინის გავლით. ტრანზიტი შეწყდა უკრაინასა და რუსეთს შორის გაზის ფასებსა და დავალიანებაზე დავის გამო. შედეგად, რუსეთიდან გაზის გარეშე, ან გაზით შემცირებული მომარაგების ამარა დარჩა ევროპის 15-მდე ქვეყანა. ევროკავშირის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ სამეთვალყურეო მისიის დეტალებზე. ამასთან, სამი დღე დასჭირდება ევროპის სრული ძალით მომარაგების განახლებას.
XS
SM
MD
LG