Accessibility links

logo-print

საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის


საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტია, რომელსაც ვაშინგტონში მოაწერეს ხელი

საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტია, რომელსაც ვაშინგტონში მოაწერეს ხელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უშიშროების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას. როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა: [კონდოლიზა რაისის ხმა] "საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ღირებული პარტნიორი. ჩვენი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ეფუძნება საერთო ფასეულობებს. და ქარტია ხაზს უსვამს იმ გზას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ურთიერთობები და თანამშრომლობა თავდაცვის, ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ხალხთა შორის კონტაქტისა და კულტურათა გაცვლის სფეროებში. აშშ მხარს უჭერს და ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც მის ევროატლანტიკურ მისწაფებას. საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან უნდა გადაწყვიტოს თავად საქართველომ. როგორც პარტნიორი და მეგობარი, შერთებული შტატები დაეხმარება სურვილების განხორციელებაში იმ ადამიანებს, რომლებიც შეკრიბნენ 5 წლის წინ და განახორციელეს ვარდების რევოლუცია. ამ რევოლუციამ შთააგონა სხვა ადამიანები, ეძიათ თავისუფლება და მე დარწმუნებული ვარ ამ რევიოლუციამ მისცა გასაქანი ადამიანებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მეგობრობას. ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაძლიერდა ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პერიოდში, მაგრამ მე მინდა, თქვენ და ქართველმა ხალხმა იცოდეთ, რომ შეერთებულ შტატებში თქვენ ყოველთვის გეყოლებათ მეგობრები." აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიაში ხაზგასმით არის აღნიშნული აშშ-ის როლი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და ნატოს სტანდარტებთან მისი დაახლოების საქმეში. ასეთივე ქარტია შეერთებულმა შტატებმა 19 დეკემბერს უკრაინასთანაც გააფორმა.
XS
SM
MD
LG