Accessibility links

logo-print

ისრაელის ჯარებმა დღეს ღაზის სექტორში


ისრაელის ჯარებმა დღეს ღაზის სექტორში გაავრცელეს პროკლამაციები, რომლებიც შეიცავს გაფრთხილებას

ისრაელის ჯარებმა დღეს ღაზის სექტორში გაავრცელეს პროკლამაციები, რომლებიც შეიცავს გაფრთხილებას
ისრაელის სამხედრო მოქმედებების მოახლოებული ესკალაციის თაობაზე. მანამდე ისრაელის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აგრძელებენ ჰამასის წინააღმდეგ იერიშს და რომ ჰამასმა 30 რაკეტა ესროლა ისრაელის ტერიტორიას. სამედიცინო პერსონალი ღაზის სექტორიდან იუწყება, რომ 27 დეკემბერს ისრაელის სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან 800-ზე მეტი პალესტინელი იქნა მოკლული. მოკლულია ასევე 13 ისრაელელი. ამასობაში ეგვიპტეში გრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად.
XS
SM
MD
LG