Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტის თქმით


ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტის თქმით, ისრაელი ახლოსაა ღაზის სექტორში

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტის თქმით, ისრაელი ახლოსაა ღაზის სექტორში
თავისი სამხედრო მიზნის მიღწევასთან. ისრაელი აცხადებს, რომ იმედი აქვს, მისი სამხედრო ოპერაცია სერიოზულად დაასუსტებს ჰამასს, რომელიც ღაზის სექტორიდან რაკეტებს უშენს ისრაელის ტერიტორიას. ღაზის სექტორის მმართველობას ჰამასი აკონტროლებს. ამასობაში პალესტინელი მედიკოსები იტყობინებიან, რომ 27 დეკემბერს დაწყებული იერიშის განმავლობაში 880-მდე პალესტინელი დაიღუპა, მათ დაახლოებით 40 პროცენტს ქალები და ბავშვები შეადგენენ. ჰამასის სარაკეტო იერიშებს აქამდე 13 ებრაელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG