Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში ისრაელის ჯარებსა და


ღაზის სექტორში ისრაელის ჯარებსა და ჰამასის მებრძოლებს შორის შეტაკებები გრძელდება.

ღაზის სექტორში ისრაელის ჯარებსა და ჰამასის მებრძოლებს შორის შეტაკებები გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრძოლა ქალაქ ღაზის ქუჩებში მიმდინარეობს. თვითმხილველების ცნობით, ისრაელის ტანკები კიდევ უფრო ღრმად შეიჭრნენ ღაზის სექტორის უდიდესი ქალაქის რამდენიმე რაიონში. პალესტინელი მედიკოსების ცნობით, ბოლო შეტაკებებმა 18 შეიარაღებული პირისა და 7 სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა, რითაც 950-ს გადააჭარბა დაღუპული პალესტინელების რიცხვმა. ისრაელის განცხადებით, ღაზის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან გასული 18 დღის განმავლობაში, ისრაელის 10 ჯარისკაცი დაიღუპა, ჰამასის სარაკეტო იერიშებმა კი ისრაელის მკვიდრი 3 სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთკვირიან ვიზიტს იწყებს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს სისხლისღვრისთვის ბოლოს მოსაღებად. ხვალ ის ქაიროს ესტუმრება.
XS
SM
MD
LG