Accessibility links

"ალ-ყაიდის" ლიდერმა ოსამა ბინ ლადენმა


"ალ-ყაიდის" ლიდერმა ოსამა ბინ ლადენმა, როგორც ჩანს, გაავრცელა ახალი აუდიოჩანაწერი,

"ალ-ყაიდის" ლიდერმა ოსამა ბინ ლადენმა, როგორც ჩანს, გაავრცელა ახალი აუდიოჩანაწერი,
რომელშიც მუსლიმებს მოუწოდებს ისრაელის წინააღმდეგ "წმინდა ომის" (ჯიჰადის) დაწყებისაკენ, ღაზაში მისი სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად. ამავე ჩანაწერით, რომელიც დღეს გაავრცელეს ისლამისტი ექსტრემისტების ვებსაიტებმა, ბინ ლადენი გმობს არაბული ქვეყნების მთავრობებს იმის გამო, რომ ისინი - ბინ ლადენის შეფასებით -ხელს უშლიან თავიანთ ხალხებს პალესტინის განთავისუფლებისთვის ამოქმედებაში. ჩანაწერის ავთენთურობა დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ, მაგრამ ხმა, რომელიც ისმის, ჰგავს ბინ ლადენის ხმას წინა ჩანაწერებიდან.
XS
SM
MD
LG