Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის


ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს დაღუპულების რიცხვმა, როგორც იუწყებიან, 1000-ს გადააჭარბა.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს დაღუპულების რიცხვმა, როგორც იუწყებიან, 1000-ს გადააჭარბა.
დაჭრილია 4600-ზე მეტი ადამიანი. ამასობაში, გრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა შეტაკებებისთვის ბოლოს მოსაღებად. გაეროს ბავშვთა უწყება "უნისეფის" ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის 300-ზე მეტი ბავშვი. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ქაიროში ვიზიტით დაიწყო დიპლომატიური მისია ახლო აღმოსავლეთში და კიდევ ერთხელ მოუწოდა ღაზის სექტორში დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ. ისრაელის განცხადებით, მისი სამხედროების რიგებში დაღუპულია 10 ჯარსიკაცი, დაღუპულია აგრეთვე ისრაელის სამი მკვიდრი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ჰამასის სარაკეტო იერიშების შედეგად.
XS
SM
MD
LG