Accessibility links

logo-print

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წუხელ აფხაზებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წუხელ აფხაზებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების
მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან დაიცხრილა ენგურის ხიდთან მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგო. სამინისტროს ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი და საპასუხო სროლა არ მოჰყოლია. თავის მხრივ, გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან არშბამ სააგენტო "ინტერფაქსს" განუცხადა, რომ წუხელ აფხაზი სამხედროების მონაწილეობით არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. არშბამ ისიც უარყო, რომ ენგურის ხიდს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG