Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე


ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარემ,

ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარემ,
საბერძნეთმა, წარმოადგინა ახალი წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეუთოს მისიის მანდატისთვის ვადის გაგრძელებას. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დორა ბაკოიანისის განცხადებით, მან ეუთოს წევრებს გააცნო ახალი წინადადება და ახლა მათს რეაქციებს ელოდება. ბაკოიანისის თქმით, ეუთოს მიზანია, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს 18 თებერვლამდე. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელებას ვეტო დაადო რუსეთმა. მოსკოვი მოითხოვს, რომ ეუთოს მისიამ თბილისისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთში.
XS
SM
MD
LG