Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება კვლავ მოითხოვს,

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება კვლავ მოითხოვს,
რომ გაეროს მისიამ სახელწოდება და მანდატი შეიცვალოს. "ინტერფაქსის" სააგენტოს მოჰყავს სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადება იმის თაობაზე, რომ წარმომადგენლობას უნდა ეწოდოს "გაეროს მისია აფხაზეთში". ამასთან, შამბამ აღნიშნა, რომ საქართველოსა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების პოზიციის გამო, ცვლილება შეუძლებელია. საქართველოში გაეროს მისიის მანდატი 15 თებერვალს ამოიწურება და, როგორც თბილისში ვარაუდობენ, მისი გაგრძელების საწინააღმდეგოდ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG