Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმია დღეს განაგრძობდა სარაკეტო


ისრაელის არმია დღეს განაგრძობდა სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს პალესტინელ მეამბოხეთა პოზიციებზე

ისრაელის არმია დღეს განაგრძობდა სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს პალესტინელ მეამბოხეთა პოზიციებზე
ქალაქ ღაზაში. ამას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი იუწყება. დღესვე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა აღშფოთება გამოთქვა ღაზის სექტორში გაეროს ლტოლვილთა უწყებაზე მიტანილი იერიშის გამო, რომლის შედეგად სამი პირი დაიჭრა. ისრაელში ვიზიტად მყოფმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლებას ამომწურავი ახსნა-განმარტება მოსთხოვა. მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა მომხდარს "სერიოზული შეცდომა" უწოდა. ბან კი მუნმა, რომელიც ცდილობს, მხარეთა შორის ზავს მიაღწიოს, განაცხადა, რომ ღაზის სექტორში, საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა დაუშვებელ ზღვარს მიაღწია. ისრაელის სამხედრო ოპერაცია "ჰამასის" რადიკალური დაჯგუფების წინააღმდეგ უკვე 20 დღეა, გრძელდება. ამ ხნის მანძილზე, პალესტინელთა მხარის მონაცემებით, ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან დაახლოებით ნახევარს მშვიდობიანი მოქალაქეები შეადგენენ. ისრაელმა 13 ადამიანი დაკარგა.
XS
SM
MD
LG