Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალელმა მეკობრეებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს დანიის


სომალელმა მეკობრეებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს დანიის კომპანიის კუთვნილი ხომალდი,

სომალელმა მეკობრეებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს დანიის კომპანიის კუთვნილი ხომალდი,
რომლის ეკიპაჟის წევრთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა. მიღებული ცნობების თანახმად, ნოემბერში დატყვევებული ხომალდის სანაცვლოდ სომალელ მეკობრეებს გამოსასყიდი გადაუხადეს, თუმცა თანხას გემის მფლობელი კომპანია არ ასახელებს. საქართველოს მოქალაქის გარდა, გათავისუფლებულ მეზღვაურთა შორის არიან ლიტვისა და რუსეთის მოქალაქებიც. დანიის კომპანიის ცნობით, ეკიპაჟის წევრები დღეს ჩაიყვანეს ომანში, საიდანაც მათ სამშობლოში გაამგზავრებენ.
XS
SM
MD
LG