Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჩნდა იმედი, რომ ისრაელსა და


გაჩნდა იმედი, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის საზავო შეთანხმება შეიძლება იქნეს მიღწეული.

გაჩნდა იმედი, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის საზავო შეთანხმება შეიძლება იქნეს მიღწეული.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა მარკ რეგევმა გამოთქვა იმედი, რომ ღაზაში ისრაელის იერიში უკანასკნელ ფაზაში შედის. ისრაელის წარმომადგენელი ამოს გილადი ქაიროში მოლაპარაკებებს მართავდა ზავის თაობაზე. ვაშინგტონში კი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ციპი ლივნისთან ერთად ხელი მოაწერა გარიგებას, რომელიც ღაზის სექტორში იარაღის კონტრაბანდის აღკვეთას ისახავს მიზნად. თუმცა ემიგრაციაში მყოფმა ჰამასის ლიდერმა ხალედ მეშაალმა განაცხადა, რომ ჰამასი არ დათანხდება ზავზე, რომელიც არ ითვალისწინებს ისრაელის ჯარების სრულ გაყვანას ღაზის სექტორიდან და ღაზასა და ეგვიპტეს შორის საზღვრის გახსნას.
XS
SM
MD
LG