Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის თქმით


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი ახლოსაა დასავლეთის ენერგეტიკულ კომპანიებთან

რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი ახლოსაა დასავლეთის ენერგეტიკულ კომპანიებთან
გარიგების მიღწევასთან, რასაც შეეძლება ევროპაში გაზის ტრანსპორტირების აღდგენას შეუწყოს ხელი. ბერლინში გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონსორციუმის შექმნაზე, რომელიც შეისყიდდა ეგრეთწოდებულ ტექნიკურ გაზს. ეს არის გაზი, რომელიც უკრაინას ესაჭიროება იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი ტერიტორიის გავლით რუსეთის გაზის გადატუმბვა. ტექნიკური გაზი ერთ-ერთი მთავარი სადაო საკითხია მოსკოვსა და კიევს შორის, რასაც ევროპის დიდ ნაწილში გაზის მიწოდების შემცირება მოჰყვა. შაბათს პუტინი მოსკოვში უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს შეხვდება დავის გადასაწყვეტად. ევროკომისიის განცხადებით, ეს შეხვედრა უკანასკნელ შანსს იძლევა.
XS
SM
MD
LG