Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბულმა ქვეყნებმა ბოლო ოთხი თვის


არაბულმა ქვეყნებმა ბოლო ოთხი თვის მანძილზე 2,5 ტრილიონი დოლარი დაკარგეს მსოფლიო საფინანსო კრიზისის შედეგად.

არაბულმა ქვეყნებმა ბოლო ოთხი თვის მანძილზე 2,5 ტრილიონი დოლარი დაკარგეს მსოფლიო საფინანსო კრიზისის შედეგად.
ამის შესახებ განაცხადა კუვეიტის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოჰამედ ალ საბაჰმა. მისივე თქმით, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ გადადო, ან გააუქმა პროექტების 60-მდე პროცენტი ეკონომიკური დაღმასვლის გამო. ამ საკითხზე მან ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ისაუბრა არაბული ეკონომიკური სამიტის დაწყებამდე. სამიტზე, რომელსაც ორშაბათიდან უმასპინძლების კუვეიტი, 22 არაბული ქვეყნის ლიდერები შეიკრიბებიან.
XS
SM
MD
LG