Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა გაზის კრიზისთან დაკავშირებული


რუსეთის პრეზიდენტმა გაზის კრიზისთან დაკავშირებული სამიტის შემდეგ გაკეთებული განცხადებით მიანიშნა,

რუსეთის პრეზიდენტმა გაზის კრიზისთან დაკავშირებული სამიტის შემდეგ გაკეთებული განცხადებით მიანიშნა,
რომ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული. მანვე გამოთქვა სურვილი, რომ მალე განახლდეს ევროპისთვის რუსეთიდან გაზის მიწოდება. ამ დღეებში დმიტრი მედვედევი გამოვიდა ინიციატივით 17 იანვარს საგანგებო სამიტზე მოსკოვში შეკრებილიყვნენ რუსეთის, უკრაინისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაზარალებული ევროპული ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები. როგორც მედვედევმა დღეს, სამიტის შემდეგ განაცხადა, მოლაპარაკება გაგრძელდება რუსეთის და უკრაინის მონაწილეობით. დღესვე მოსკოვში გაიმართა უკრაინის და რუსეთის პრემიერ-მინისტრების იულია ტიმოშენკოს და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრა - უმაღლეს დონეზე პირველი შეხვედრა 1 იანვარს გაზის კრიზისის დაწყების შემდეგ. ევროკავშირს გაკეთებული აქვს განცხადება, რომ საქმე ეხება დავის მოგვარების "ბოლო და საუკეთესო შანსს".
XS
SM
MD
LG