Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მოკლეს ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი


მოსკოვში მოკლეს ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი, რომელიც ელზა კუნგაევას ოჯახის ინტერესებს იცავდა.

მოსკოვში მოკლეს ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი, რომელიც ელზა კუნგაევას ოჯახის ინტერესებს იცავდა.
პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მარკელოვი მოსკოვის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დაიჭრა მასთან ერთად მყოფი ჟურნალისტი, "ნოვაია გაზეტას" კორესპონდენტი ანასტასია ბაბუროვა, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს. ჩეჩენი გოგონა ელზა კუნგაევა რუსეთის არმიის ყოფილმა პოლკოვნიკმა იური ბუდანოვმა მოკლა. 2003 წელს ბუდანოვს ათი წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ გასულ კვირაში ვადამდე გაათავისუფლეს. დღეს სტანისლავ მარკელოვმა გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს უარი, განეხილა მისი განაცხადი ბუდანოვის გათავისუფლების გაუქმების შესახებ.
XS
SM
MD
LG