Accessibility links

logo-print

თურქეთმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ გადასინჯავს


თურქეთმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ გადასინჯავს თავის პოზიციას "ნაბუკოს" სახელით ცნობილი

თურქეთმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ გადასინჯავს თავის პოზიციას "ნაბუკოს" სახელით ცნობილი
გაზსადენის მშენებლობის საკითხში. თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, მისი ქვეყანა უარს იტყვის პროექტის მხარდაჭერაზე, თუ არ განახლდა მოლაპარაკება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე. ეს განცხადება ერდოანმა ბრიუსელში გააკეთა. ევროკავშირ-თურქეთის მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, მაგრამ გაყინულ იქნა კვიპროსის წინააღმდეგობის გამო. "ნაბუკოს" გაზსადენმა - რუსეთის გვერდის ავლით - ახლო აღმოსავლეთი ევროპასთან უნდა დააკავშიროს. მილსადენმა, სხვათა შორის, თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიებიც უნდა გაიაროს. პროექტის ღირებულება 12 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
XS
SM
MD
LG