Accessibility links

მოსკოვს ეწვია ევროპის საბჭოს საპარლამენტო


მოსკოვს ეწვია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია,

მოსკოვს ეწვია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია,
რომელიც შეაფასებს, როგორ სრულდება საქართველო-რუსეთის ომის გამო ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია. დელეგაციას ხელმძღვანელობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ლუის მარია დე პუჩი. დელეგაციასთან შეხვედრისას რუსეთის დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა საქართველოს ხელისუფლება სარკოზი-მედვედევის გეგმის არასრულყოფილად შესრულებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან სამხედრო ძალის გაზრდით თბილისი ინციდენტების პროვოცირებას ცდილობს. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ადანაშაულებს შეთანხმების დარღვევასა და პროვოკაციებში. აგვისტოს ომის შედეგების თაობაზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია ოქტომბერში დაამტკიცა. იმავე თვეში ასამბლეის დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა. 28 იანვარს, სტრასბურგში, ასამბლეა იმაზე იმსჯელებს, თუ როგორ ასრულებენ საქართველო და რუსეთი რეზოლუციით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
XS
SM
MD
LG