Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში პირველი სხდომა გამართა ევროპის


ჟენევაში პირველი სხდომა გამართა ევროპის კავშირის საგანგებო კომისიამ,

ჟენევაში პირველი სხდომა გამართა ევროპის კავშირის საგანგებო კომისიამ,
რომელსაც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გარემოებათა გამოძიება ევალება. როგორც კომისიის თავმჯდომარემ ჰაიდი ტალიავინიმ გამოაცხადა, საგამოძიებო საქმიანობაში მასა და მის კოლეგებს დახმარებას გაუწევს ეგრეთ წოდებული “უფროს მრჩეველთა საბჭო”, რომლის შემადგენლობაში შვეიცარიელმა დიპლომატმა არაერთი ავტორიტეტიანი პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე შეიყვანა. მათ შორის არიან გერმანიისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები იოშკა ფიშერი და ურზულა პლასნიკი, შვეიცარიისა და პოლონეთის სამხედრო უწყებათა ყოფილი ხელმძღვანელები სამუელ შმიდი და ადამ როტფელდი, გაეროს სამშვიდობო მისიათა უწყების ყოფილი მესვეური ჟან-მარი გეენო და შვეიცარიის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე კორნელიო სომარუგა. კომისიამ დასკვნა ივლისის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს.
XS
SM
MD
LG