Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს თავმჯდომარე საბერძნეთისა და რუსეთის


ეუთოს თავმჯდომარე საბერძნეთისა და რუსეთის ძალისხმევა იმის საფუძველს ქმნის,

ეუთოს თავმჯდომარე საბერძნეთისა და რუსეთის ძალისხმევა იმის საფუძველს ქმნის,
რომ საქართველოდან სამხრეთ ოსეთის გაზმომარაგება უახლოეს ხანში განახლდება - ამის თაობაზე მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა. ჯიოევმა და ლავროვმა გაცვალეს რუსეთსა და მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიკაციის სიგელები. შეხვედრის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ პრაქტიკულად მზად არის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მოსკოვისა და ცხინვალის სამხედრო თანამშრომლობასა და საზღვრის დაცვას.
XS
SM
MD
LG