Accessibility links

რუსეთმა განაახლა უკრაინის გავლით ევროპაში


რუსეთმა განაახლა უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ექსპორტი

რუსეთმა განაახლა უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ექსპორტი

- მისი თითქმის ორი კვირით შეჩერების შემდეგ. ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, ევროკავშირის მეთვალყურეებმა დაადასტურეს გაზის მიწოდების აღდგენა. ბაროზუ მიესალმა ამ ფაქტს, მაგრამ იქვე გამოთქვა “დიდი გაწბილება” კრიზისის დროს უკრაინისა და რუსეთის მთავრობების მოქმედებით და ევროკავშირის ქვეყნებს გაზმომარაგების დივერსიფიკაციისაკენ მოუწოდა. უკრაინის გავლით რუსეთის გაზის ექსპორტის თითქმის ორი კვირით შეჩერების შედეგად, მძიმე პრობლემები შეექმნა ევროპის ათზე მეტ ქვეყანას. გაზის ექსპორტი აღდგა მას შემდეგ, რაც რუსეთმა და უკრაინამ გუშინ მოსკოვში გააფორმეს 10-წლიანი შეთანხმება.
XS
SM
MD
LG