Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელის განცხადებით, <br>


ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელის განცხადებით,

ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელის განცხადებით,

უკრაინის შიდაპოლიტიკურმა განხეთქილებამ გამოიწვია გაზის გარშემო რუსეთთან უთანხმოება და ევროპის მომარაგების თითქმის ორი კვირით შეწყვეტა. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ბრიუსელში ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ენეკო ლანდაბურუმ. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ჩაშალა პირველი შეთანხმება, რომელსაც დეკემბერში მიაღწიეს პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმირ პუტინმა. [ლანდაბურუს ხმა]: “ეს იყო შიდაპოლიტიკური დებატები, ან შიდაპოლიტიკური დავა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, რამაც ხელი შეუშალა ამ საკითხზე უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმებას გასული წლის ბოლომდე.” ამ საკითხზე ლანდაბურუმ ისაუბრა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG