Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ეუთოს მისიის გაგრძელება იყო


საქართველოში ეუთოს მისიის გაგრძელება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა,

საქართველოში ეუთოს მისიის გაგრძელება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა,
რომლის შესახებაც, მოსკოვში გამართული შეხვედრისას იმსჯელეს რუსეთისა და საბერძნეთის - ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და დორა ბაკოიანისმა. ბაკოიანისის განცხადებით, შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს და ამ საკითხზე მოლაპარაკება გრძელდება. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ საბერძნეთს აქვს რეალისტური წინადადებები, რომლის განხილვას რუსეთი აპირებს როგორც საქართველოს, ისე სამხრეთ ოსეთის პოზიციის გათვალისწინებით. დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ეუთომ გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომლის თანახმად, საქართველოში ამ ორგანიზაციის მისიის საქმიანობა სასიცოცხლოდ აუცილებელია კავკასიის მთელი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ხელისუფლება იქ ეუთოს დამოუკიდებელი მისიის განთავსებას მოითხოვს. თბილისი კი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე ორგანიზაციის მისიის შენარჩუნებას არ დათანხმდება.
XS
SM
MD
LG