Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ლუის


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ლუის მარია დე პუჩის შეფასებით, რუსეთი არ ასრულებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ლუის მარია დე პუჩის შეფასებით, რუსეთი არ ასრულებს
აგვისტოს ომის გამო, ასამბლეის მიერ ოქტომბერში დამტკიცებული რეზოლუციის ზოგიერთ დებულებას. კვირის დასაწყისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დე პუჩის ხელმძღვანელობით მოსკოვში იმყოფებოდა. ვიზიტის გამო ასამბლეის მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ რეზოლუციის შესრულების მხრივ, რუსეთში ობიექტურობის სიმცირე შეინიშნება. ამასთან, პრესრელიზში არ არის დასახელებული კონკრეტული მუხლები, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეუსრულებლად მიიჩნევს. დისკუსია ამ თემაზე 28 იანვარს, სტრასბურგში გაიმართება.
XS
SM
MD
LG