Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი, რომლის ჯანმრთელობის


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას
ქართველი ექიმები დამაკმაყოფილებლად აფასებენ, დღეს კვლავ გერმანიაში გაემგზავრა. მგალობლიშვილისთვის თბილისში ჩატარებული მკურნალობის შედეგებს მიუნხენის კლინიკაში შეაფასებენ, რის შემდეგაც გადაწყდება პრემიერის შემდგომი მკურნალობის საკითხი. საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის ცნობით, გრიგოლ მგალობლიშვილი თბილისში სავარაუდოდ, 27 იანვარს დაბრუნდება. ამავე წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, რომ ბუდაპეშტში, სადაც მომავალ კვირაში "ნაბუკოს" გაზსადენის პროექტისადმი მიძღვნილი სამიტი გაიმართება, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, გაემგზავრება პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური.
XS
SM
MD
LG