Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას განცხადებით, მის ადმინისტრაციაში "ღიაობის ახალი ერა" იწყება


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, მის ადმინისტრაციაში "ღიაობის ახალი ერა" იწყება. პრესკონფერენციაზე
ობამამ ისაუბრა ახალ მკაცრ წესებეზე სხვადასხვა საკითხის ლობირებით დაკავებული პირებისთვის და აკრძალა მათგან ობამას ადმინისტრაციის წევრების მიერ ნებისმიერი სახის საჩუქრის მიღება. მანამდე, ობამას ადმინისტრაციამ გასცა განკარგულება, გუანტანამოს ბაზაზე დაკავებული, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების გასამართლების 120 დღით შეჩერების შესახებ. დღესვე გავრცელდა გვანტანამოს საპატიმროს დახურვის გეგმის პროექტი. იუწყებია ასევე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა პირველ სამუშაო დღეს დაურეკა ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს და გამოხატა რეგიონში მშვიდობისაკენ მიმართული ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერა. თეთრი სახლის პრესმდივან რობერტ გიბსის განცხადებით, ობამამ დაურეკა პალესტინელების, ისრაელის, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებს.
XS
SM
MD
LG