Accessibility links

logo-print

ისრაელის განცხადებით, მან შესაძლოა ისევ


ისრაელის განცხადებით, მან შესაძლოა ისევ მიიტანოს იერიში ღაზის სექტორზე,

ისრაელის განცხადებით, მან შესაძლოა ისევ მიიტანოს იერიში ღაზის სექტორზე,
თუ ჰამასი შესაიარაღებლად გამოიყენებს ეგვიპტესთან დამაკავშირებელ მიწისქვეშა გვირაბებს. ისრაელის განცხადებით, ღაზის წინააღმდეგ ბოლო, სამკვირიანი სამხედრო ოპერაციის დროს მან 150-მდე გვირაბი გაანადგურა. მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ზოგი გვირაბი ისევ გახსნეს. ისრაელი ირწმუნება, რომ ექსტრემისტები ამ გზას იყენებენ ღაზის სექტორში იარაღის კონტრაბანდისთვის. ხოლო პალესტინელების განმარტებით, გვირაბები ერთაერთი საშუალებაა ღაზის მოსახლეობის საწვავით და საკვები პროდუქტით მოსამარაგებლად.
XS
SM
MD
LG