Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რუსეთმა


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რუსეთმა მოითხოვა საქართველოში ვიზიტი სამხედრო ობიექტების შეფასების

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რუსეთმა მოითხოვა საქართველოში ვიზიტი სამხედრო ობიექტების შეფასების
და სავერიფიკაციო ინსპექციის მიზნით. ეს მოთხოვნა ეფუძნება ვენის 1999 წლის დოკუმენტს, რომელიც ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე მოლაპარაკებას ითვალისწინებს. მოსკოვის მიმართვის საპასუხოდ თბილისმა მისდამი ფორს-მაჟორი გამოაცხადა. მისი განმარტებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორია დღემდე ოკუპირებულია და არ არსებობს იმის გარანტია, რომ შემფასებელი ვიზიტისას მოპოვებულ ინფორმაციას რუსეთი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ არ გამოიყენებს. ვენის დოკუმენტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მიმართ გამოცხადებული ფორს-მაჟორი მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ გაუქმდება.
XS
SM
MD
LG