Accessibility links

logo-print

დღეს მოსკოვში დაკრძალეს ცნობილი ადვოკატი


დღეს მოსკოვში დაკრძალეს ცნობილი ადვოკატი და ადამიანის უფლებათა დამცველი სტანისლავ მარკელოვი,

დღეს მოსკოვში დაკრძალეს ცნობილი ადვოკატი და ადამიანის უფლებათა დამცველი სტანისლავ მარკელოვი,
რომელიც 19 იანვარს მოკლეს. მასთან ერთად იმყოფებოდა გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი ანასტასია ბაბუროვა, რომელიც მძიმედ დაიჭრა და იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ორი წლის წინ მოსკოვში მოკლეს ამავე გაზეთის ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელთანაც ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი მჭიდროდ თანამრომლობდა. მარკელოვისა და ბაბუროვას მკვლელობის გამო დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა რუსეთში აშშ-ის საელჩომ. მან დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და რუსეთის ხელისუფლებას დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG