Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებში

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებში
შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენლად დანიშნა რიჩარდ ჰოლბრუკი. ეს თანამდებობა აქამდე არ არსებობდა. 67 წლის ჰოლბრუკი შეერთებული შტატების ყოფილი ელჩია გაეროში. მან სახელი მოიხვეჭა 1995 წელს, როცა საკვანძო როლი ითამაშა დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში, რომელმაც დაასრულა ომი ბოსნია-ჰერცეგოვინაში. ჰოლბრუკის დანიშვნისას ობამამ ხაზი გაუსვა ავღანეთ-პაკისტანის რეგიონში დიპლომატიისა და განვითარების მნიშვნელობას მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

XS
SM
MD
LG